ენერგეტიკა

საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი თურქმენეთი და რუსეთია

Reuters

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1.14 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 42.7 ათასი ტონით, ანუ 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 52.7 ათასი ტონით, ანუ 4.8%-ით მეტი პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წლის განმავლობაში ბენზინის იმპორტმა 587 179 ტონა შეადგინა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 46.8 ათასი ტონით, ანუ 8,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 561 526 ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით: 4.1 ათასი ტონა, ანუ 0.7%).

2021 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ბენზინის სტატისტიკა:

  • A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 375 883 ტონა (64%);  
  • A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 199 490 ტონა (34%);  
  • A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 11 805 ტონა (2%);

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია:

  1. თურქმენეთი - 244 601 ტონა, მთელი იმპორტის 21.3%;
  2. რუსეთი - 221 181 ტონა, მთელი იმპორტის 19.3%;
  3. აზერბაიჯანი - 215 872 ტონა, მთელი იმპორტის 18.8%;
  4. რუმინეთი - 204 638 ტონა, მთელი იმპორტის 17.8%;  
  5. ბულგარეთი - 167 708 ტონა, მთელი იმპორტის 14.6%;
  6. საბერძნეთი - 37 223 ტონა, მთელი იმპორტის 3.2%;
  7. თურქეთი - 33 021 ტონა, მთელი იმპორტის 2.9%; 
  8. იტალია - 14 948 ტონა, მთელი იმპორტის 1.3; 
  9. ყაზახეთი - 2 824 ტონა, მთელი იმპორტის 0.2%.

2021 წელს ბენზინისა და დიზელის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ეკონომიკის აღდგენასა და საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი პირველად დაფიქსირდა, როგორც ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი. მათ შორის, ის  ბენზინის საწვავის (მხოლოდ A-91 ტიპის) ყველაზე დიდი მომწოდებელია, ხოლო დიზელის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

კომენტარები