პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პროდუქტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ მე შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს
tbl.ge/5tok
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, რუსთავის ციხეში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა