კორონავირუსი საქართველოში

ფინანსთა მინისტრი: 2021 წელს COVID-19-ის მართვაზე ბიუჯეტიდან 1.93 მილიარდი დაიხარჯა

COVID-19-ის მართვაზე 1.93 მილიარდი ლარი მიიმართა, აქედან ჯანდაცვის ხარჯები იყო 1.18 მილიარდი ლარი; 410 მილიონი ლარი იყო COVID-19-თან დაკავშირებული სოციალური დახმარებების პაკეტი; ბიზნესის მხარდაჭერის მოცულობამ 335 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც საგადასახადო შეღავათები 250 მილიონი ლარი იყო.

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

აღსანიშნავია, რომ COVID-19-მა საქართველოში 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლითა და მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა

კომენტარები