სამუშაო ადგილები

პრემიერი: 10 000-ობით სამუშაო ადგილს შევქმნით, ევროპაში პრაქტიკული მაგალითები დავამუშავეთ

ერთერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი, ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა, ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითები დაამუშავეს, ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს, შევქმნით 10 000-ობით ახალ სამუშაო ადგილს, უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე, აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები