ხანძარი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვია

Reuters

ნიუ-იორკში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი გარდაიცვალა. ხანძარი ბრონქსში, 19-სართულიანი შენობის მეორე ან მესამე სართულზე გაჩნდა.

ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, ხანძრის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, 32 მათგანი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

"მაშველებმა გარდაცვლილები ყველა სართულის კიბეეზე იპოვეს. ისინი გულისა და სუნქთქვის გაჩერებით გამოჰყავდათ". – თქვა ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის კომისარმა, დანიელ ნიგრომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხანძრის ჩასაქრობად 200-მდე მეხანძრე მუშაობდა.

კომენტარები