ხანძარი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში მე-19 საუკუნის ტაძარში ხანძარი გაჩნდა – ცეცხლმა შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა

BBC

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 128 წლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი თავდაპირველად ეკლესიის გვერდით შენობაში გაჩნდა, საიდანაც ტაძრის შენობასაც მოედო.

ხანძარმა შენობის ძირითადი ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად უკვე დაწყებულია გამოძიება. 

პროტესტანტული ტაძარი 1892 წელს აშენდა. სწორედ აქ ინახებოდა ნიუ-იორკის თავისუფლების ზარი, რომელმაც 1776 წელს აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის აღსანიშნავად დარეკა.

კომენტარები