Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია და YE [ქანიე ვესტი] Gap-ისთვის კოლექციაზე ერთად იმუშავებენ, რისი სახელწოდებაც - Yeezy Gap Engineered by Balenciaga იქნება.
"სიზმარი ცხადად იქცა Gap-თან და დემნასთნ ერთად მუშაობით, Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელთან ერთად, რათა შევქმნათ გასაოცარი პროდუქტები ყველასთვის", - თქვა ვესტმა Vogue-სთან.
დემნა გვასალიას თქმით, ეს თანამშრომლობა სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება.
"ძალიან განსხვავებული გამოწვევაა. ყოველთვის ვაფასებდი Gap-ის უტილიტარიანიზმსა და ხელმისაწვდომობას. ამ პროექტმა საშუალება მომცა გავერთიანდე ძალებთან [Ye-სთან ერთად] და შევქმნა უტილიტარული ტანსაცმელი ყველა ადამიანისთვის", - თქვა გვასალიამ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაეშვება გაყიდვაში დემნა გვასალიასა და ქანიე ვესტის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია.