საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბეჭდური შეცდომის გამო სამგზავრო ბარათების გაცემა 1 დღით შეჩერდა და 10 იანვრიდან განახლდება

ნინო ჭელიძე/ FACEBOOK

9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. განცხადებას საქართველოს ბანკი ავრცელებს. 

შეფერხების მიზეზი ახალ სამგზავრო ბარათებზე ბეჭდური შეცდომაა. 

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს".- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს. 

კომენტარები