ოპერატორის გარდაცვალება

ზარქუა ლაშქარავაზე: UNESCO-ს რაღაც არასწორი ინფორმაციები აქვს, მონაცემები არაადეკვატურია

ამ ორგანიზაციას რაღაც არასწორი ინფორმაციები [აქვს] და ამ არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, არ ვიცი თქვენ რატომ გამოგრჩათ - 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს. ესეც მიუთითებს, რომ შეცდომა არის და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა.  

[...] UNESCO-ს ეს მონაცემები არის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაც დაემატა.

კომენტარები