ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტიაში მსჯელობენ, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიული სიის ანულირება მოხდა, თუმცა მისთვის დეპუტატის მანდატი არ შეუწყვეტიათ. ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშორებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაციონალური მოძრაობისთვის პარლამენტში შესვლის მოტივაციაა.

"ჩვენ არ შევედით პარლამენტში და წაგვართვეს დაფინანსება, რეკლამა, ყველაფერი, მაგრამ არ შევედი პარლამენტში. რომ ვუყურებ ამას, ახლა პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. პარტიაში მიდის უკვე ამაზე მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ".- ამბობს ნათელაშვილი. 

კითხვაზე, არის თუ არა შანსი რომ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შევიდეს, ნათელაშვილი პასუხობს, რომ "ამის წარმოდგენაც კი უჭირს". 

"ასეთი მსჯელობაა პარტიაში, რადგან არ გამოდიან, არ ტოვებენ პარლამენტს. გამოვლენ, შევლენ, სად ვუყუროთ ამათ. მიდის საუბარი, რომ სიმართლე, რასაც აქ ვლაპარაკობთ შიგ პირში ვუთხრათ ბანდას".- ამბობს ნათელაშვილი. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა, თუმცა პარტია ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდა და არჩევნების შედეგები არ  აღიარა. 

კომენტარები