ვაქცინაცია მსოფლიოში

იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

Reuters

იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების შემდეგ მიიღო. 

ეს მიდგომა ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. 

იცვლება ვაქცინაციის წესები დასაქმებულთათვის და 15 თებერვლიდან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულმა 50 წელზე უფროსმა პირებმა დამსაქმებელს უნდა წარუდგნონ მწვანე პასპორტი ან ახლო წარსულში კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ ექნებათ.

5 იანვარს იტალიაში კორონავირუსის 190 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად მოსახლეობის 78%-მდეა სრულად აცრილი.

კომენტარები