კორონავრიუსი საქართველოში

გამყრელიძე: იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც ომიკრონითაა გამოწვეული

მოგეხსენებათ, ახალი წელი ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი და, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს დეკემბრის მეორე ნახევარში იყო. ისევ იწყება ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით [ომიკრონით]. 

ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს არის, პირველ რიგში, პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგისა და დისტანციის დაცვა. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, რომ ყველა ადამიანმა ჩაიტაროს აცრა და გაიკეთოს ბუსტერი.

თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები