ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

5 იანვრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0964 ლარია, ევროსი კი – 3.5023 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.0883 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოსთვის 3.5023 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4913 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ 1.10 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.2301 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტის ღირებულება 4.1894 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 6 იანვრიდან შევა.

კომენტარები