ენერგეტიკა

იანვარში მოსახლეობა ელექტროენერგიის მეორე ქვითარს მიიღებს – თელმიკო მიზეზებს განმარტავს 

თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი იანვარში დეკემბრის თვეში მოხმარებული  ელექტროენერგიის მეორე ქვითარ მიიღებს, რომელიც ასახავს პირველი ქვითრის გაცემიდან თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯებს. 

ცვლილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებითაა გამოწვეული, რაც მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

წყლის გადასახადის შესახებ ორ ქვითარს იღებენ Georgian Water and Power-ის მომხმარებლებიც. 

აღსანიშნავია, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება არ იწვევს ტარიფების ზრდას და ის მხოლოდ კომუნალური მომსახურების ქვითრების მიღების თარიღებს ცვლის. 

უზუსტობის ან არასწორად დარიცხული თანხის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ თელმიკოს ცხელ ხაზს ან ოფიციალურ გვერდს

კომენტარები