ახალი წელი

10 არასაახალწლო ფილმი, რომელშიც მოქმედება ახალ წელს ხდება

NBC News

ყველა ფილმი, რომელშიც ახალი წელი ჩანს საახალწლო როდია. წარმოგიდგენთ 10 არაასახალწლო ფილმს, რომლის მოქმედება ახალ წელს ხდება. ამ სურათებში დიდი ოდენობით არის წარმოდგენილი სადღესასწაულო ატრიბუტები, თუმცა სრულიად მოკლებულია ჯადოსნურ, საახალწლო განწყობას.

კერკეტი კაკალი

20 წელზე მეტია კინოს მოყვარულები ვერ შეთანხმდნენ არის თუ არა კერკეტი კაკალი სადღესასწაულო სურათი. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მოქმედება წინასაშობაო პერიოდში ვითარდება, სხვადასხვა სცენებში ჩანს ნაძვის ხე, საშობა განათებები და სხვა საახალწლო დეკორატიული ნივთები. ასევე გმირი მრავალ წინააღმდეგობას ლახავს, რათა შობა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროს. მიუხედავად ამისა, სროლისა და ხელჩართული ჩხუბის სცენების ფონზე რთულია კერკეტ კაკალს კლასიკური საახალწლო ფილმი უწოდო.

ბეიბი

ცხოველების შესახებ გადაღებულ ფილმში ახალი წლის ბნელი მხარეა ნაჩვენები. ფერმის ბინადართათვის შობა არა დღესასწაულთან, არამედ ჟლეტვასთან ასოცირდება. მთავარი გმირი, გოჭი სახელად ბეიბი, მხოლოდ საკუთარი ექსტრაოდრინალური ნიჭის წყალობით არ აღმოჩნდება საახალწლო სუფრის კერძი.

ბეტმენი ბრუნდება

ფილმში რამდენიმე სცენა იმაზე მიუთითებს, რომ გოთემში ახალი წელი დგება. პინგვინის ბანდის წევრები ნაძვის ხეს ანადგურებენ, ასევე კომიქსების ეკრანიზაციის ერთ ერთი გმირი, ბიზნესმენი მაქს შრეკი საკუთარ თავს გოთემის სანტა-კლაუსს უწოდებს.

მათ ადგილები შეუცვალეს

ცნობილი კომედიის მოქმედება ნიუ-იორკში ახალი წლის დღეებში ვითარდება. ამაზე მეტყველებს წვეულებაზე შეპარული დენ ეიკროიდის გმირიც, რომელიც სანტა-კლაუსის კოსტუმშია გამოწყობილი. გარდა ამისა ერთ ერთ სცენაში, მატარებლის მგზავრები ახალ წელს ზეიმობენ.

ფართოდ დახუჭული თვალები

სტენლი კუბრიკის ბოლო ნამუშევარს საახალწლო ფილმს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა ფსიქოლოგიური დრამის სიუჟეტი ახალი წლის დღეებში ვითარდება. ტომ კრუზის გმირი საახალწლოდ მორთულ ქალაქში გადაადგილდება, ერთ ერთი მნიშვნელოვანი სცენა კი სათამაშოების უდიდეს მაღაზია FAO Schwarz-შია გადაღებული.

როკი IV

როკი ბალბოასა და რუსი მოკრივის, ივან დრაგოს ორთაბრძოლა შობის დღეს იმართება. გამრჯვების შემდეგ, ამერიკელი მოკრივე შვილს შობას ულოცავს და დაძინებას სთხოვს, ვინაიდანკარგად არ ესმის, თუ როგორ მუშაობს დროის სარტყლები. 

ლოს-ანჯელესის საიდუმლოები

თბილი კლიმატის გამო, საახალწლო ფილმების მოქმედება ლოს-ანჯელესში იშვიათად ვითარდება, რეჟისორები უპირატესობას უფრო თოვლიან ქალაქებს ანიჭებენ. ოსკარის ნომინანტ დეტექტიურ თრილერში მოთხრობილი ამბავი შობას იწყება. საშობაო წვეულებაზე დამთვრალი რამდენიმე პოლიციელი ეჭვმიტანილებს სასტიკად უსწორდება. მოგვიანებით პრესა დარბევას სისხლიან შობას უწოდებს.

ირმის თამაშები

ირმის თამაშებში სანტა-კლაუსებად გადაცმული თავზეხელაღებული მძარცველები კაზინოს ესხმიან თავს. ძალადობრივი სცენების მიუხედავად ფილმი ნამდვილი საშობაო სასწაულით სრულდება – ბენ აფლეკი სრულიად უცნობ ადამიანებს საფოსტო ყუთებში სანტა-კლაუსის მსგავსად საჩუქრებს უტოვებს.

სასიკვდილო იარაღი

საშობაო მძაფრსიუჟეტიან ფილმზე პირველი ყოველთვის კერკეტი კაკალი ახსენდებათ. არადა ერთი წლით ადრე გამოსულ სურათში, ფინალურ სცენაში მთავარი გმირი ბოროტმოქმედს საშობაო დეკორაციებით მორთული სახლის წინ ამარცხებს.

რკინის კაცი 3

მარველის ბლოკბასტერის მოქმედება წინასაშობაო პერიოდში ვითარდება. ერთ ერთ ეპიზოდში ცნობილი სიმღერის, Jingle Bells-ის რემიქსიც ისმის, მაგრამ ფილმი მთლიანობაში საახალწლო საერთოდ არ არის. სცენარისტების თქმით შობის ეპიზოდები იმისთვის დაამატეს, რათა ხაზი გაესვათ იმისთვის, თუ რაოდენ მარტოსულია სუპერგმირი ყველაზე ოჯახური დღესასწაულის წინა დღეებში.

კომენტარები