რუსული ოკუპაცია

რუსი ოკუპანტების მიერ გრემისხევთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

"ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები გუშინ, 29 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. 

კომენტარები