კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ

ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

სატრანსპორტო საშუალებებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში, ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში და ავტომობილში, რომლითაც არასრულწლოვანი მგზავრობს. ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 მოწინააღმდეგე იყო.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

კანონპროექტით, დარღვევის შემთხვევაში ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება. ხოლო თუ მძღოლი, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს, თამბაქოს მოწევს, ის 50 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები