მაინინგი

ნარმანია მესტიაზე: ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში. ეს ჯამურად სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის მოხმარებას აღემატება. შესაბამისად, საჭიროა რეაგირება უკანონო მაინინგის შესაზღუდად.

ობიექტები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ელექტროენერგია, პირველ რიგში ტურისტულ ობიექტებს ვგულისხმობ, მაინინგის გამო დენის გარეშე რჩებიან.

ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს. ფულის გადახდის გარეშე ენერგო-პროს ვერ მოვთხოვთ უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია მოსახლეობას. 

ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია. 

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიწოდება, რისი გამწვევი მიზეზიც რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგით ელექტროენერგიაზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნა და ენერგოქსელის გადატვირთვაა. 

ენერგო-პრო ჯორჯია მესტიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები