მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია მასობრივ შიმშილობაზე: ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა

ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებისას ამ ფორმის ქმედება, რომ იძლეოდეს შედეგს, აღარ იარსებებდა მაშინ პრაქტიკულად ავტორიტარული რეჟიმები. შეიძლება იყოს ძალიან ლოკალური ვითარებები, როდესაც მეტნაკლებად რაციონალურად გამოიყურება შიმშილობა, მე მაშინაც წინააღმდეგი ვარ პრინციპულად, იქნებოდა ეს ელენე ხოშტარია, თუ სააკაშვილი, მაშინაც საჯაროდ ვიძახდი, რომ წინააღმდეგი ვარ ამ ფორმის - მორალურად და პრაგმატულადაც.

თუკი შეიძლება რაღაც ვითარებები წარმოვიდგინოთ, ყოფილა ვითარება, როდესაც რეპრესირებული ადამიანები ისეთი ტიპის ფუნდამენტურ ამბავს ითხოვდნენ, რომ ამან შეიძლება ეფექტი გამოიღოს საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით, მაგრამ - დამიჭირეს და გამათავისუფლე, თორემ ვიშიმშილებ - ეს არასერიოზულიც კი არის. ახლაც მე ეს მგონია, ლიდერების მხრიდან, არ ვგულისხმობ გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება სჯერათ მართლა, რომ ეს მოდელი მოიტანს შედეგს, მაგრამ ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა.

ასე შეაფასა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პალიტრანიუსის ეთერში ლაპარაკისას ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ "მასობრივი შიმშილის" დაწყება.

კომენტარები