ენერგეტიკა

თურნავა: მესტია ტურისტულად ისე ვითარდება, არალეგალური მაინინგი საჭირო არაა

გარკვეულ გამოვევებს ელექტროენერგიის ხარისხიანი მიწოდების კუთხით აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგო-პრო, კომპანია, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და რომელიც ფლობს იქ ხაზებს. ხშირია მაღალი მოთხოვნა-მოხმარება და გადატვირთვა ხაზების, ამის გამო მომატებულია ავარიების რისკი, არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ზამთრის კურორტი. არის პრობლემა, როგორიცაა არალეგალური საყოფაცხოვრებო მაინინგი, რაც განაპირობებს ზედმეტ მოხმარებას და ზედმეტ დაწოლას ხაზებზე. მინდა ვთქვა, რომ მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურიც არის და აზიანებს ხაზებსაც. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება.

თქვა ეკნომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები