კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 71 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 986 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5%-ია

კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 701 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 193 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5%, ბოლო 14 დღის – 5.86%, ბოლო 7 დღის – 5.13%

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 925 354 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 885 056 ადამიანი, გარდაიცვალა – 13 583.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები