ელიზაბეტ II

ელიზაბეტ II-მ საშობაო გამოსვლისას, გარდაცვლილ ქმარს, პრინც ფილიპს პატივი მიაგო

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ ყოველწლიური საშობაო მიმართვისას, გარდაცვლილ ქმარს, პრინც ფილიპს პატივი მიაგო.

"შობის დღესასწაული შესაძლოა რთული გამოდგეს მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ამ წელს მე განსაკუთრებით კარგად მესმის თქვენი". - თქვა ელიზაბეტ მეორემ.

ბრიტანეთის დედოფალმა 2021 წლის აპრილში გარდაცვლილი პრინცი ფილიპი მის "საყვარელ ადამიანად" დაახასიათა და აღნიშნა, რომ სადღესასწაულო პერიოდში მის აქ ყოფნას გრძნობდა.

დედოფალმა კომენტარი პანდემიის მორიგი წლის ფონზე გააკეთა. ელიზაბეტ მეორემ, რომელსაც ვიდეოჩანაწერში მაგიდაზე, ქმართან ერთად გადაღებული ფოტო ედო, პრინც ფილიპს, რომელთანაც 73 წელი გაატარა, "შეუცვლელი" უწოდა.


პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა, სამეფო ოჯახის წევრი 17 აპრილს, უინძორის სასახლის ტაძარში დაკრძალეს. ფილიპი საბერძნეთისა და დანიის სამეფო ოჯახების წარმომადგენელია. განათლება საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ფლოტში. 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინა ელიზაბეტ უინძორზე, რომელიც 5 წელიწადში გაერთიანებული სამეფოს მონარქი გახდა.

კომენტარები