ელიზაბეტ II

85 წლიანი ტრადიცია დამთავრდა - ელიზაბეტ II-ის ბოლო კორგი მოკვდა

www.express.co.uk

უკანასკნელი 9 ათწლეულის განმავლობაში, 1933 წლიდან დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს უელსური კორგი პემბროკის ჯიშის ძაღლები ჰყავს. ელიზაბეტის თქმით "კორგები მისი ოჯახი არიან".

ძაღლების სიყვარული დედოფალს ბავშვობიდან მოსდევს. ის 7 წლის იყო, როდესაც დედოფლის მამამ, მეფე ჯორჯ მეექვსემ პირველი კორგი იყიდა.


ფოტო: GETTY IMAGES

92 წლის დედოფალს სულ 32 კორგი ჰყავდა. თუმცა ელიზაბეტ II-ის ბოლო კორგი, უისფერი გასულ კვირას, უინსდორის სასახლეში რამდენიმე კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ მოკვდა, რაც ნიშნავს, რომ კორგის ჯიშის ძაღლები სამეფო სახლის წევრები აღარ არიან. უისფერი დედოფალმა 2016 წლიდან მისი პატრონის, ბილ ფენვიკის გარდაცვალების შემდეგ აიყვანა.


ფოტო: GETTY IMAGES

ელიზაბეტ II-მ აპრილში კიდევ ერთი კორგი, სახელად ვილოუ დაკარგა. ვილოუ სუზანის, სამეფო ოჯახის პირველი კორგის შთამომავალი იყო.

სუზანი 1944 წელს, 18 წლის ელიზაბეტს დაბადების დღეზე აჩუქეს. ძაღლი ელიზაბეტსა და ედინბურგის ჰერცოგს თაფლობის თვეზეც ახლდა თან.


ფოტო: getty IMAGES

2015 წელს, ელიზაბეტმა ძაღლების გამრავლებასა და ახალი ძაღლების აყვანაზე უარი თქვა, რადგან არ სურდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ისინი მარტო დარჩენილიყვნენ.

დედოფალს კიდე ორი ძაღლი (ტაქსას და კორგის ნაჯვარი) ვულკანი და ქენდი ჰყავს, თუმცა უისფერის სიკვდილი 85 წლიანი ტრადიციის დასასრულს ნიშნავს.  


ფოტო: www.stuff.co.nz

კომენტარები