მიხეილ სააკაშვილი

კალაძე ენმ-ზე: შიმშილობაზე გადაწყვეტილებას უნიჭოდ დადგმულ თეატრს დავარქმევდი

ნაციონალური მოძრაობა მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია. არ ვიცი, გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს შიმშილობასთან დაკავშირებით, უნიჭოდ დადგმულ თეატრს დავარქმევდი. არ ვიცი, რა უნდა მოჰყვეს ამას, უბრალოდ, შედეგს რას ელოდებიან. შინაარსობრივად, იდეოლოგიურად ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივით, დესტრუქციით, ყველაფერ ცუდს კადრულობენ, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქროს.  

[...] იცით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება? მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ამით ხელისუფლება დაფრთხება და გაუშვებს. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს. 2022 წელში გადავდივართ, რომელი საუკუნეა, ხალხო.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე იმედის ეთერში. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ. 

კომენტარები