ბერი ნიკოლოზი

ბერი ნიკოლოზი: ბაბუაჩემი ჩარლი ჩაპლინს ფეხის ადგმაში ეხმარებოდა

Befunky

ბერი ნიკოლოზის ტელევიზიის მეფე TV-ის Facebook გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ამერიკული კინოს ლეგენდის, ჩარლი ჩაპლინის შესახებ ყოფილი სასულიერო პირის მიერ წარმოთქმული სიტყვები წერია.

"დიდი პიროვნება იყო, გენიოსი, უდიდესი ტანჯვა და გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი, საქართველოდან ჩასული რაჭველები ეხმარებოდნენ ჰოლივუდში პირველი სტუდიის აშენებაში და ფეხის ადგმაში და ჩემი ბაბუაც, ალექსანდრე, იქ იყო მაშინ". – წერია ბერი ნიკოლოზის წიგნში სიმართლეს როდესაც დაიცავ!

სიმართლეს როდესაც დაიცავ! ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის ჩანაწერებისა და საუბრების კრებულია, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს. ერთ ერთი ავტორის, გიორგი ბადრაძის თქმით ბერმა ნიკოლოზმა ჩაპლინისა და ჰოლივუდში ჩასული რაჭველების ისტორია მას 2013 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას მოუყვა.

ბერი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილი სასულიერო პირია. იგი რელიგიური კულტის ლიდერია. ახლო წარსულში ნიკოლოზის მიმდევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტიქრისტედ გამოაცხადეს.

კომენტარები