რუსეთი

პუტინის პრესკონფერენციაზე მოსახვედრად ჟურნალისტები ვერცხლის ნაწილაკებით დაამუშავეს

TACC

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მონაწილე ჟურნალისტები დარბაზში შესვლამდე ვერცხლის ნაწილაკებით დაამუშავეს. პრესსპიკერის ელენა კრილოვას განმარტებით, ეს პანდემიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ზომაა.

"პრესკონფერენციის მომზადებისას ჩვენმა სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს." - თქვა პრესსპიკერმა.

კრილოვას თქმით, დამონტაჟებულია "უნიკალური დანადგარი, რომელიც პრესკონფერენციაზე შესულ ყველა ჟურნალისტს ვერცხლის ნაწილაკებით დაამუშავებს.

"ეს სრულიად უსაფრთხოა, პირიქით, ვიტყოდი, რომ სასარგებლოც კია." – თქვა კრილოვამ.

ასევე კორონავირუსისგან "ინდივიდუალური დაცვისთვის" ჟურნალისტებისთვის მომზადებულია "ნანო-ვერცხლის ხსნარით დამუშავებული" ნიღბები. ნიღბები პრესკონფერენციის დარბაზში სკამებზეა დარიგებული.

კომენტარები