თქვენ წარმოიდგინეთ, არ იცოდა [მიხეილ სააკაშვილმა, რომ მასობრივი შიმშილობის დაწყებას იგეგმებოდა]. ძალიან რთულია ეს ქართულმა ოცნებამ გაიგოს, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ საზოგადოება და მე, ჩვენი მეგობრები და საზოგადოება ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, მოვასწარით ბოლო წლებში ერთმანეთის გაგება. მე ვარ პარტიის პირველი არჩეული თავმჯდომარე, რომელიც კოლეგებთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელზეც მერე ვაგებ პასუხს. იმ პროპაგანდას, რომელსაც ეწევა ოცნება, როდესაც თვალ-ყურს ვადევნებ, მხოლოდ მახარებს, სიმართლე გითხრათ. როდესაც ისინი წუხან, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება, მჯერა, გათავისუფლდება თავისუფალ საქართველოში და პოლიტიკური მართმსაჯულება აღმოიფხვრება ერთხელ და სამუდამოდ!
tbl.ge/5t3l
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტვ პირველთან საუბარში. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს "მასობრივი შიმშილობა" დაიწყეს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




