მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მოშიმშილეები ცოტნე დადიანის და სხვა გმირების ტრადიციის გამგრძელებლები არიან

რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში.

თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია.

წერის მიხეილ სააკაშვილის პირად Facebook გვერდზე. 

21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. მელიას თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ. მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში განათავსეს. 

კომენტარები