მიხეილ სააკაშვილი

თალაკვაძე: სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, ეს ეგოიზმია

სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ამ ფონზე, ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა, თუმცა ვიცოდით, როგორი ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი, რადგან გორში, თვითმფრინავის გამოჩენაზე ის გაიქცა და თავისი ფრანგი კოლეგა მიატოვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, როცა საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ.

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე. 

21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. მელიას თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ. მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში განათავსეს. 

კომენტარები