მიხეილ სააკაშვილი

წილოსანი: სააკაშვილი ფანატიკოსი ადამიანების შიმშილის გამო ვერ გათავისუფლდება

ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული კრიზისია და ისინი ვერ კონცენტრირდებიან და ერთიანდებიან იმ ყველაზე უღირსი მიზნის გარდა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავე ადამიანის ციხიდან დახსნა. თავის დროზე შიმშილობას არ ჰქონდა არანაირი გავლენა სახელმწიფოს მხრიდან კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ის ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმიტომ, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ მის გამო შიმშილს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი. 21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. მელიას თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ.

კომენტარები