მიხეილ სააკაშვილი

სუბარი ენმ-ზე: მაკდონალდსის გვერდით იშიმშილებენ, თუ მსუბუქად სურთ, ჰამბურგერებს მიირთმევენ

ადამიანი დამნაშავე თუ არა და უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი, ეს შიმშილობით არ წყდობა. სააკაშვილიც უნდა მიხვდეს, რომ როგორი შეცდომაც იყო თავის დროზე ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედზე ყოფნა, რომ ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ხელში ატაცებული წაიყვანდა თანამდებობაზე, ისეთივე შეცდომაა ახლა, რომ აშანტაჟებს თავის თანაგუნდელებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე ტიპის აქციებით აიძულონ ხელისუფლება, რომ სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან. 

სააკაშვილი მოიხდის სასჯელს და მაკდონალდსის გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მოინდომებენ, რომ მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მიირთმევენ მაკდონალდსის ჰამბურგერებს.  

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. მელიას თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ. მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში განათავსეს. 

კომენტარები