ნაციონალურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა ფეიკაღმშენებლების ეპოქა, შემდეგ ფეიკგმირების სესია და ახლა ფეიკშაჰიდების სესიას გვთავაზობს. როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცათ, რომ შიმშილობა დაიწყონ. ესენი რაღაც სექტის მრევლივით ჩამოდგნენ და შიმშილობა დაიწყეს. ეს მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას, ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეთ. ეს ყველაფერი მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან. საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს. ვიწროპარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც დანარჩენ ქვეყანას არ ეხება. უნდათ შაჰიდობა? – იყვნენ. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც ფეიკია, მაგასაც არ შვებიან. ის, რომ შიმშილობენ უტოპისტური მოთხოვნით, არაფერს ცვლის. დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს.
tbl.ge/5t1x
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი.
21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. მელიას თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ. მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში განათავსეს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




