ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის არჩევნებში პეკინის მომხრე დეპუტატებმა გაიმარჯვეს

ჰონგ-კონგში, რეკორდულად დაბალი აქტივობის ფონზე, პეკინის მომხრე პარტიამ საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა.

ჩინეთმა ჰონგ-კონგის ავტონომიის შესამცირებლად შეცვალა საქალაქო საარჩევნო სისტემა, რისთვისსაც შეიქმნა ახალი მექანიზმი, რათა შესაბამისად შეარჩიონ კანდიდატები და შეამოწმონ არჩევნებში გამარჯვებულთა ქცევა და დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ისინი, ვინც "პატრიოტებად" მიიჩნევენ,  მართავენ ჰონკონგს.

ცვლილების შემდეგ არჩევნებში, 2016 წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლები - 30.2% აქტივობა დაფიქსირდა. საკანონმდებლო ორგანოს თითქმის ყველა მანდატი პეკინის მომხრე დეპუტატებმა მოიპოვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სახელმწიფოთა ნაწილმა და ჰონგ-კონგის ოპოზიციამ არჩევნები კრიტიკულად შეაფასა. ჰონგ-კონგის მმართველის, კერი ლამის განმარტებით, დაბალი აქტივობის მიუხედავად, არჩევნებზე ხმა მისცა 1.35 მილიონმა ადამიანმა, შესაბამისად, მისი არალეგიტიმურად გამოცხადება უსამართლოა.


30 მარტს ჩინეთმა ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის ცვლილება დაამტკიცა, რითიც, მისივე მტკიცებით,  უზრუნველყოფენ, რომ ქალაქს ჰონგ-კონგელი "პატრიოტები" მართავენ. 

ცვლილებებით არსებულზე მეტად შემცდირდა დემოკრატიული წარმომადგენლობა ქალაქის მმართველ ინსტიტუტებში. მას შემდეგ, რაც პეკინმა ქალაქში ეროვნული უშიშროების კანონი შემოიღო, რაც ქალაქის ავტონომიურობის დასასრულად იქნა აღქმული, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რითიც პეკინმა ქალაქზე უფრო მეტი კონტროლი დაამყარა. ეს  ნაბიჯი წარმოადგენს პეკინის ძალისხმევას გლობალური ფინანსური ცენტრის უფრო მკაცრი ავტორიტარული კონტროლის კონსოლიდაციისთვის. 

ცვლილებით, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ოპოზიციას გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე. ახალი ზომები გავლენას იქონიებს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს ზომასა და შემადგენლობაზე და საარჩევნო კომიტეტის, რომელიც შეარჩევს აღმასრულებელ ხელმძღვანელს პროპეკინელი პირების სასარგებლოდ.

კომენტარები