საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0914 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0884 ლარი იყო.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.51 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4828 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4979 ლარი იყო.
ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.1769 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.0782 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 20 დეკემბრიდან შევა.





