აფეთქება ვაზისუბანში

ექიმი ვაზისუბანში დაშავებულზე: სხეულის 60% აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა

ვაზისუბანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 5 პირიდან ერთ-ერთმა სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. დანარჩენი 4-ის მდგომარეობა სტაბილურია, მათ მსუბუქი ინტოქსიკაცია აქვთ. 

"შემოვიდა პაციენტი 43 წლის მამაკაცი, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა - 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოყილებაში". - ამბობს დამწვრობის ცენტრის ექიმი. 

გუშინ, 19 დეკემბერს, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მცხოვრებლები სასტუმროში არიან გადაყვანილები. 

კომენტარები