კრიმინალი

ადიგენში 24 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

flickr.com

ადიგენში, სოფელ უდეში 24 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 18 დეკემბერს საღამოს მოხდა.  ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილი კაცი თბილისში გადმოიყვანეს, ის მედიკამენტოზურ კომაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხ ეარ ემუქრება. 

მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები