ქართული კინო

INDIEWIRE-მა ალექსანდრე კობერიძის ფილმი საუკეთესო უცხოური ნამუშევრების სიაში შეიყვანა

Hammock Magazine

პრესტიჟულმა ამერიკულმა ონლაინ კინოგამოცემამ IndieWire საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ათეულში ალექსანდრე კობერიძის რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ შეიყვანა.

საუკეთესო ფილმების გამოვლენაში მსოფლიოს 187-მა კინოკრიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

კობერიძის ფილმის გარდა ათეულში მოხვდა იოაკიმ ტრიერის Worst Person in The World, ასგჰარ ფარადის A Hero, აპიჩატპონგ ვირასეტაკულის Memoria და სხვა დამოუკიდებელი კინოს გამორჩეული ნამუშევრები.

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? ქართულ-გერმანული ფილმია, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა და ბათუმის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. სურათმა როგორც ქართველი, ისე უცხოეული კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. 

IndieWire დამოუკიდებელი კინოს მიმოხილველი გამოცემაა, რომელიც ნიუ-იორკში 1996 წელს დაარსდა.

კომენტარები