საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0884 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0972 ლარი იყო.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.38 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4979 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5017 ლარი იყო.
ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.1868 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.1045 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 18 დეკემბრიდან შევა.





