2022 წლის ბიუჯეტი

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ერთი წავიდა.

2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებს ჯანმრთელბის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს. მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასის მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც.

ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მშპ-ის ზრდა გათვალისწინებულია 6%-ით და ნომინალში 65 მლრდ ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4.2%-ით, ხოლო ასიგნებები 19 მლრდ 171 მლნ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა 19 362.6 მლნ ლარით განისაზღვრა.

სამინისტროების მიხედვით დაფინანსება შემდეგნაირია:

  • ჯანდაცვის სამინისტრო - 6.09 მილიარდი ლარი;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2.8 მილიარდ ლარი;
  • განათლების სამინისტრო - 1.68 მილიარდი ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდი ლარი;
  • ეკონომიკის სამინისტრო - 932 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 865 მილიონი ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 593 მილიონი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 310 მილიონ ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 105 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 176 მილიონი ლარი.

კომენტარები