ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ 2021 წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა

Hollywood Reporter

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმდინარე წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა.

ობამას წლევანდელ სიაში 14 ფილმი მოხვდა:

Drive My Car – იაპონელი რეჟისორის, რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმი, რომელიც იაპონიის სახელით წლევანდელი ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის

Summer of Soul – დოკუმენტური ფილმი ამერიკული სოულ მუსიკის შესახებ

West Side Story – სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებული ბროდუეის ცნობილი მიუზიკლის ეკრანიზაცია

The Power of The Dog – ჯეინ კემპიონის ახალი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს, სურათ ოქროს გლობუსის ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტია

Pig – ნიკოლას კეიჯის ახალი ფილმი

Passing – შავ-თეთრი ისტორიული დრამა 30-იანი წლების ამერიკაზე

The Card Counter – პოლ შრაიდერის კრიმინალური დრამა, რომელშიც მთავარ როლს ოსკარ აიზეკი ასრულებს

Judas and The Black Messiah – ბიოგრაფიული დრამა შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ფრედ ჰემპტონის შესახებ

The Worst Person in The World – იოაკიმ ტრიერის ახალი ნამუშევარი, ოსლოს ტრილოგიის დასკვნით ნაწილი, რომელიც ნორვეგიამ ოსკარზე წარადგინა

Old Henry – ახალი ვესტერნი ტიმ ბლეიკ ნელსონით მთავარ როლში

The Last Duel – რიდლი სკოტის ისტორიული ფილმი, სურათში მეთ დეიმონი, ადამ დრაივერი და ბენ აფლეკი თამაშობენ

The Tragedy of Macbeth – შექსპირის მორიგი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს დენზელ უოშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი ასრულებენ

C'mon C'mon – ხოაკინ ფენიქსის ახალი ფილმი

Quo Vadis, Aida? – ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებული ბოსნიური ფილმი

კომენტარები