პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: როცა ამბობ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და პარლამენტში ხარ, ეს რეჟიმს უწყობს ხელს

პარლამენტში ოპოზიცია უნდა იყოს, როცა უცირესობაშია, ეს არის არსი ოპოზიციაში ყოფნის. მე არასდროს არ მითქვამს, რომ რახან ვერ ახდენ გავლენას პირდაპირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არ უნდა იყო დემოკრატიულ ინსტიტუტებში, ეს დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. არჩევნები თუ წააგე, უნდა იყო პარლამენტში, გამოიყენო ეს ტრიბუნა, აკრიტიკო ოპონენტი - ეს არის დემოკრატიული ტრადიცია და ყოველთვის ასე ვიქცეოდით ჩვენ - ევროპული საქართველო და მეც. 

თუ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამას ამბობს პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, ვინც ჩვენი პარტნიორები არიან, მაშინ გაუგებარია - არსი რაშია? მოქალაქეს ეუბნები, რომ მე არჩევნები წავაგე, მაგრამ, ბუნებრივია, დემოკრატიულ ინსტიტუტებში ვმონაწილეობ, იმიტომ, რომ ტრიბუნა უნდა გამოვიყენო, ოპონენტს უნდა ვაჩვენო მისი სიმცდარე და თქვენ გაჩვენოთ, რომ მე ვარ მართალი, უდნა გამოვიყენო ბერკეტი, რომ შემდეგ არჩევნებზე ის, ვისაც ძალაუფლება აქვს, დაისჯება ამომრჩევლის მხრიდან, თუ არასწორ ნაბიჯებს გადადგამს. შენ ამავე დროს ეუბნები საზოგადოებას, არჩევნებს აზრი არ აქვსო და ამას ჩვენ არ ვეუბნებით ხოლმე - ის პარტნიროები ეუბნებიან, ვინც პარლამენტში რჩებიან. მოქალაქეებს ეუბნები, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, თან ამ დემოკრატიულ სიმულაციაში ვარ - ეს ხომ ხელს უწყობს ავტორიტარულ რეჟიმს, რომ დააბნიოს ადამიანები და დაბადოს კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები