აშშ-საქართველო

აშშ-მ სამ ქართულ კომპანიას სანქციები დაუწესა და ე.წ. შავ სიაში შეიყვანა 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა 40 კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, მათ შორის სამი მათგანი საქართველოშია რეგისტრირებული

საქართველოში რეგისტრირებულ სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: 

  • Gensis Engineering;
  • ROV Solutions;
  • SAEROS Safety ERO Company. 

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ეს სამი კომპანია არღვევს საექსპორტო კონტროლს და წინააღმდეგობაშია აშშ-ს საგარეო ინტერესებთან. კერძოდ, მათი საშუალებით ხორციელდებოდა ან იყო ირანის თავდაცვის ძალებისთვის ამერიკული წარმოების ტექნიკის არალეგალური გზებით მიწოდების მცდელობა.

ე.წ. შავ სიაში, საქართველოს გარდა, ჩინეთში, მალაიზიასა და თურქეთში დაფუძნებული კომპანიები და მათი შვილობილი იურიდიული პირებიც მოხვდნენ. 

სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების დაწესების მიზანი ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან და ირანის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური და ბიოლოგიური კომპანიებს შეზღუდვაა. 

2012 წელს რეგისტრირებული ROV Solutions-ის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან კოტიაშვილია, დირექტორი კი – ირაკლი კოტიაშვილი. კომპანია SAEROS Safety 2013 წელს დაარსდა და მისი დირექტორიც, ასევე, ირაკლი კოტიაშვილია, წილის მფლობელი კი – ნინო ჯულაყიძე. 

კომენტარები