საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0957 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0978 ლარი იყო.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.79 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4873 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5052 ლარი იყო.
ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2105 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტთან, რომელიც 4.1034 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 დეკემბრიდან შევა.





