პოლიტიკური კრიზისი

მელია: თანხმობა არ ნიშნავს, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა მელიქიშვილსა და რუსთაველზე ვისეირნოთ

თანამშრომლობისთვის ხმამაღლა ნათქვამია, უბრალოდ, ამ ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის საუბარს წინ არაფერი უდგას, სულ სხვა რამეა თანამშრომლობა. საუბარი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი არსებობს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა იქნას ხელშეწყობილი, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, მაგრამ ამას არ ჰქვია თანამშრომლობა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობს, ვინ ვის უნდა შეურიგდეს. შერიგებაზე არ არის აქ, როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო თანხმობაზე, სამოქალაქო თანხმობა იმას არ ნიშნავს, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე უნდა ვისეირნოთ. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო. ამას ჰქვია კონსტიტუცია.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პირველი არხის ცნობით. 10 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები