NASA

"მზეს შევეხეთ" – ისტორიაში პირველად NASA-ს ზონდი მზის გვირგვინში შევიდა

NASA

ისტორიაში პირველად NASA-ს ზონდი Parker Solar-ი მზის გვირგვინში შევიდა. NASA-ს თანახმად, მზის შემადგენელ მატერიასთან უშუალო შეხება დაეხმარება მეცნიერებს მოიპოვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მზის და სისტემაზე მისი გავლენის შესახებ.

"მზეს შევეხეთ. ისტორიაში პირველად კოსმოსური ხომალდი მზის გვირგვინში შევიდა - მზის ატმოსფეროს იმ წერტილში, სადაც მისი მაგნიტური და გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ მზის გამოსხივების შეჩერება შეუძლიათ. ჩვენი ზონდი Parker Solar-ი რომელიც 2018 წელს გაეშვა მზის გვირგვინში მოკლე პერიოდით პირველად წელს შევიდა.

როგორც მთვარეზე დაშვებამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეგოთ როგორ ჩამოყალიბდა თანამგზავრი, მზის შემადგენელ მატერიასთან შეხება დაეხმარება მეცნიერებს მოიპოვონ კრიტიკული ინფორმაცია ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის და მზის სისტემაზე მისი გავლენის შესახებ. მაგალითად Parker Solar-ის ზონდის მოგზაურობა მზის გვირგვინში უკვე ეხმარება ასტროფიზიკოსებს, გაიგონ მზის ქარში აღმოჩენილი უჩვეულო ზიგზაგების წარმომავლობა. Parker-მა უკვე ათჯერ ჩაუფრინა მზეს და გააგრძელებს მის სიახლოვეს მოძრაობას და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაცემების შეგროვებას" - წერს NASA.

"ზონდ Parker Solar-ის მიერ "მზესთან შეხება" მონუმენტური მომენტია მზის კვლევისთვის და ჭეშმარიტად ღირშესანიშნავი მიღწევაა. გარდა იმისა რომ ეს მიღწევა უფრო ღრმა ხედვას გვთავაზობს მზის ევოლუციასა და მის გავლენაზე მზის სისტემაზე, ყველაფერი რასაც ჩვენი მზის შესახებ ვისწავლეთ, უფრო მეც ცოდნას მოგვცემს სამყაროს დანარჩენ ვარსკვლავებზე" - თქვა NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა თომას ცურბრუხენმა.

კომენტარები