სპეცოპერაცია თბილისში

მედიის ინფორმაციით, შსს თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაციას ატარებს

IPN

მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაციას ატარებს. შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

რუსთავი ორის ცნობით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები ე.წ. ქურდულ სამყაროს უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციები გლდანსა და ვარკეთილში მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსის ცნობით, უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი.

კომენტარები