პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე შერიგებაზე: ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ უნდა მოვნახოთ ძალა, რომ გავერთიანდეთ

ეს ინიციატივა, რომელიც გააჟღერა საქართველოს პრეზიდენტმა, არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, თუმცა, ამას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები და ყველა პოლიტიკური აქტორის მხრიდან იქნეს ეს ინიციატივა მხარდაჭერილი. ჩვენ არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ყველა უცებ ერთ აზრზე დავდგებით, განსხვავებები არის ფუნდამეტური ჩვენ შორის და ასე დარჩება. ჩვენ უნდა მოვნახოთ ძალა ჩვენში, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტების ირგვლივ და თუ ეს პრიორიტეტები მართლაც არის ოდნავ მაინც დარჩენილი ქართული ოცნების დღის წესრიგში, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების პროცესის დაჩქარებას, მაშინ უნდა შეწყდეს ქართული ოცნების მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობით, მათი მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმებების ფეხვეშ გათელვა და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის უსაფრთოების განმტკიცება და ამისთვის ჩვენმა პარტიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ დავიწყოთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკება აშშ-სთან, თავდაცვის აქტის გაფორმებაზე და ქართულმა ოცნებამ უნდა მოძებნოს ძალა და  დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას, რომ დაინახონ სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ აქ მაინც, პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან. 

ამბობს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები