საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.02 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1002 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1004 ლარი იყო.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.08 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4924 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4932 ლარი იყო.
ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2177 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტთან, რომელიც 4.1068 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 14 დეკემბრიდან შევა.





