პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე ნახსენებ წინადადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მზადაა მის ინიციატივაში ჩასართავად.

"მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.

გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.

პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფისქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.", – წერს ელენე ხოშტარია.

აქამდე, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

"პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ", – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები