პოლიტიკური კრიზისი

მელია: შერიგების იდეა მომწონს, მაგრამ მთავრობის მხრიდან წინაპირობები უნდა იყოს

შერიგების იდეა მომწონს, მაგრამ ობიექტური ხომ უნდა ვიყო, ამის წინაპირობები უნდა არსებობდეს ხელისუფლების მხრიდან, იოტისოდენა მაინც და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შერბილების მცდელობას მაინც უნდა ჰქონდეს ადგილი, ხოლო როდესაც პირიქით მიმდინარე პროცესებს ვადევნებთ თვალყურს, ჩემი აზრით, ასეთ დროს ჩვენ უბრალოდ წარმოვჩინდებით ოპოზიციად, რომელსაც გულით უნდა ამ პროცესის წერტილიდან დაძვრა, მაგრამ მანამ, სანამ სახელმწიფოს მიმტაცებელი ოლიგარქატი არის ხელისუფლების სადავეებთან, ეს არის შეუძლებელი, თორემ მივესალმები ყველა ამ იდეის ავტორს.

თქვა ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ.

კომენტარები